სოციალურ ქსელში ქალი ჰყვება, რომ 18 ივნისს ღამით მეზობელი, რომან გიკაშვილი მამა-შვილს სახლში შეუვარდა და მათ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა.
დაზარალებული ქალის ცნობით, თავდამსხმელი მამამის მოკვლას ცდილობდა, ხოლო მას, როგორც მოწმეს თავიდან იშორებდა. ქალის თქმით, თავად 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, ხოლო მამას 30-ზე მეტი. დაზარალებულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი მას აივანზე ფიზიკურად უსწორდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, თავდამსხმელი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.